ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, SOS ბავშვთა სოფლის „ქუთაისის“ აღსაზრდელები შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს ესტუმრნენ

ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, SOS ბავშვთა სოფლის „ქუთაისის“ აღსაზრდელები შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს ესტუმრნენ.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ბავშვებმა დაათვალიერეს ახლად გახსნილი პარკი, გაეცნენ ფლორის და ფაუნის ეგზოტიკურ წარმომადგენლებს. ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებთან ერთად შეკვეთილში იმყოფებოდა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე.

„ეს ღონისძიება განკუთვნილი იყო SOS ბავშვთა სოფელ „ქუთაისის“ პროგრამის ალტერნატიული ზრუნვის ბენეფიციარებისთვის. გვინდოდა, ბავშვებისთვის გვეჩუქებინა ლამაზი, დასამახსოვრებელი დღე. ამასთანავე, ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი, შიდა ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა პეტრე ადამაძემ.

„ძალიან გვიხარია, რომ დღევანდელი დღე აჩუქა ქუთაისის მერიამ ჩვენს ბავშვებს, რომლებსაც დიდი ხანია უნდოდათ დენდროლოგიური პარკის დათვალიერება. ბავშვების სოციალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია ასეთი ღონისძიებები. აღფრთოვანებულები არიან ნანახით, ემოციებს და შთაბეჭდილებებს ვერ მალავენ. დიდი მადლობა ჩვენი ქალაქის მერიას ამ საჩუქრისთვის“,- ამბობს SOS ბავშვთა სოფელ „ქუთაისის“ განათლების პროგრამის კოორდინატორი, ხათუნა გოგიძე.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, თავისი უნიკალური კოლექციით და ორიგინალური განაშენიანებით, საუკეთესო გარემო აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბავშვებს ბიომრავალფეროვნება კარგად შეეგრძნოთ და ეს ერთი დღე საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაეტარებინათ.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის