წინანდალმა „ევროპული არდადეგების“ დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში, რუსთავსა და თბილისში მცხოვრები 17-22 წლამდე დევნილი ახალგაზრდებისთვის წინანდალში „ევროპული არდადეგების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მომხსენებლებმა ახალგაზარდების საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნის დასავლური კურსის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელზე ინფორმირებულობაზე და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ღონისძიებაში ირაკლი ქადაგიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სემინარის ბოლოს დისკუსია გაიმართა, სადაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. „ევროპული არდადეგების“ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

„ევროპული არდადეგების“ ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სემინარების ციკლი ჩატარდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილმა 300-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანია ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა, ასევე საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია”,-აღნიშნულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია