ფოთში, მდინარე რიონში დაკარგული 19 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში 45 მაშველი და 6 მცურავი საშუალებაა ჩართული

ფოთში, მდინარე რიონში დაკარგულ 19 წლის ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებში 45 მაშველი და 6 მცურავი საშუალებაა ჩართული. როგორც შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძებნის ოპერაცია როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყალქვეშაც მიმდინარეობს.

„ფოთში დაკარგულ 19 წლის ნათია შავაძის ძებნის სამუშაოები როგორც წყალზე, ისე წყლის ქვეშ, მყვინთავების მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საძიებო სამუშაოებში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. ჩართულია 6 მცურავი საშუალება, საიდანაც 3 აღჭურვილია სპეციალური საძიებო საშუალებით და დამატებით მუშაობს 6 მყვინთავი“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგო რამდენიმე დღის წინ გადავარდა. მომხდართან დაკავშირებით ძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა