რუსთავის დრამატულმა თეატრმა  სპექტაკლის - „შექსპირბადე“ პრემიერა კოვიდ 19-ის პირობებში არსებული რეკომენდაციების დაცვით  გამართა

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულმა თეატრმა, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ღია ცის ქვეშ, თეატრის ეზოში, სპექტაკლის ,, შექსპირბადე“ პრემიერა კოვიდ 19-ის პირობებში არსებული რეკომენდაციების სრული დაცვით შესთავაზა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, პრემიერას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მხარისა და ქალაქის სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე თეატრალური სამყაროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სპექტაკლ ,,შექსპირბადე“ რეჟისორი, რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა, მასში შექსპირის რამდენიმე პიესის - ,,მეფე ლირის“ , ,,ვენეციელი ვაჭრის“, ,,ოტელოს“, ,,ჰამლეტის“ და ,,მაკბეტის“ პერსონაჟები იყვნეენ თავმოყრილი. ,,შექსპიროლოგებს“ მათთვის კარგად ნაცნობი ტექსტები შეცვლილი დახვდათ, თუმცა შინაარსი ორიგინალთან მიახლოვებული იყო. შექსპირის უკვდავი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლის ტექსტებზე ედუარდ უგულავამ იმუშავა, მასში გამოყენებული იყო ენდრიუს პუსკუნიდის მუსიკა, კოსტუმები კი მხატვარმა ბარბარე ასლამაზიშვილმა შექმნა.

,,როგორი იქნებოდა პანდემია შექსპირის ეპოქაში და შეხედავდა თუ არა მე–16 საუკუნის კლასიკოსი ავტორი მსოფლიო ტრაგედიას იუმორით, არავინ იცის. რუსთავის თეატრისთვის კი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალება, სწორედ ტრაგედიის კომედიად გადაქცევა აღმოჩნდა. ,,მეფე ლირის“ , ,,ვენეციელი ვაჭრის“, ,,ოტელოს“, ,,ჰამლეტისა“ და ,,მაკბეტის“ პერსონაჟებს ახლა ერთმანეთის გარდა ორიგინალ ტექსტთან დისტანციაც მოუწევთ“, - განაცხადა რეჟისორმა სოსო ნემსაძემ.

სპექტაკლში რუსთავის დრამატული თეატრის დასის მსახიობები: ზვიად დოლიძე, ნათია არბოლიშვილი, ზურა ფიროსმანიშვილი, მერი ფხოველიშვილი, ნათია მელაძე, ნიკო მოსიაშვილი, ანა შარვაძე, იოსებ ელიზბარაშვილი, ზურა ფიროსმანაშვილი, ნათია მელაძე, რევაზ კოღოშვილი, სოფიკო ჩხიტუნიძე და ზაზა თაგოშვილი იღებენ მონაწილეობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა