თურქეთში თვითდასაქმებულმა მოქალაქეებმა ბათუმში, თურქეთის საკონსულოსა და აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს

თურქეთში თვითდასაქმებულმა მოქალაქეებმა ბათუმში, თურქეთის საკონსულოსა და აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციის მიუხედავად, მათ თურქეთში მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

მათივე თქმით, ხელისუფლებამ რეგულაცია ყველა ადამიანს უნდა მოარგოს, რათა მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ.

"მაქვს გამოგზავნილი მოწვევა დამსაქმებლისგან, გამოგზავნილია 28 ივლისს. უკვე მეოთხედ მოვედი საკონსულოში, გუშინაც ვიყავი, ველოდებით პასუხსო. მინდა ეს საბუთი ნოტარიულად დამოწმებული, ქართულ ენაზე, რომელიც აქ, საკონსულოში უნდა გაკეთდეს. ამასთანავე, პასუხს წახვალ თუ ვერ წახვალ, სჭირდება შვიდი სამუშაო დღე. საბუთები წესრიგში მაქვს, მაგრამ არ ვიცი, შევძლებ წასვლას თუ ვერა, ან როდის გამიშვებენ. მთავრობისგან ვითხოვ, რომ გამოაცხადა ვიზებით შეძლებთ თურქეთში წასვლასო, რა საჭიროა შვიდი დღე ლოდინი? თანხა ვისესხე საბუთების გასაკეთებლად, აქაც ფულს ვხარჯავ და თურქეთშიც უნდა გადავიხადო. დროს ვკარგავ. გაგვიშვან სამუშაოდ თურქეთში. გახსნან საზღვარი", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მელანო ჯაბნიძემ.

აქციის მონაწილეებს გაესაუბრა მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თურქეთთან საზღვრის გახსნა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. მისი განმარტებით, საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით საკითხზე, მთავრობა აქტიურად მუშაობს.

"რაც შეეხება საზღვრის კვეთის საკითხს, მიღწეული იქნა შეთანხმება და დღეს უკვე დაზუსტდა ის პროცედურები, რომლითაც საშუალება ექნებათ კერძო და იურიდიული პირების მოწვევით ისარგებლონ ამ მოქალაქეებმა. მინდა, მივაწოდო ინფორმაცია მოქალაქეებს იმის შესახებ, რომ არანაირ 300-400 დოლარიან ხარჯებთან არ არის დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება. ეს არ არის ფასიანი ვიზა. ეს არის ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან მიღებული მოწვევა, რომლის მთარგმნელობითი მომსახურების ხარჯები არის მინიმალური. თუკი სახელმწიფოს რაიმე რესურსი გააჩნია, ამ კუთხით დახმარების, შევისწავლით ამ საკითხს. მაგრამ ეს არის კერძო სათარჯიმნო ბიუროების სერვისი.

რაც შეეხება დამატებითი კომპენსაციის მოთხოვნას, მოვისმინე და მივაწვდი შესაბამის უწყებებს, ვინც უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული საკითხი.

მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას რაც შეეხება, მივაწოდებ ინფორმაციას, არასდროს არ ჰქონია თორნიკე რიჟვაძეს ხალხთან შეხვედრის პრობლემა და ამ შემთხვევაშიც არ იქნება პრობლემა"- განაცხადა კახა შაშიკაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა