რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატზე შეთანხმდებიან

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატზე შეთანხმდებიან.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ ასე არ მოხდება, „ნაციონალური მოძრაობა” იმსჯელებს ამ ორ ოლქთან დაკავშირებით.

„კვლავ პრინციპულად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე. ველოდებით ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ერთი რომელიმე პარტიის მხრიდან ძლიერ კანდიდატზე კონცენტრირებას დიდუბეში და საბურთალოზე. არის კიდევ დრო და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პარტიები მიაღწევენ შეთანხმებას. ეს იქნება კარგი საერთო გამარჯვებისთვის. თუ ეს ვერ მოხერხდა, „ნაციონალური მოძრაობა” იმსჯელებს ამ ორ ოლქთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ჩვენი პოზიცია არის ლოდინი და რჩევა, რომ ჯობია დაგიჭიროთ მხარი, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იქ. ამისთვის საჭიროა შეთანხმება და ამ შეთანხმების ინიციატორები და მხარდამჭერები ვართ ჩვენ დღემდე. გელოდებით - ესაა ჩვენი მიმართვა ოპოზიციური პარტიების მიმართ”,- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა