რუსთავში, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში'' ღია კარის დღე გაიმართა

რუსთავში, პროფესიულ კოლეჯ "მოდუსში'' ღია კარის დღე მოეწყო. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, კოლეჯში რეგისტრირებულმა პირებმა სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების, რეგისტრაციის ვადების, პროფესიული ტესტირების, ჩარიცხვის წესებისა და სწავლის დაწყების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და ის ახალგაზრდები დაესწრნენ, რომლთაც კოლეჯში სწავლის სურვილი აქვთ.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ბოლო წლებში, პროფესიულ სწავლებაზე მოთხოვნა დღითი-დღე იზრდება და ,, მოდუსმა“ ამ კუთხით განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა.

,,რუსთავში ახალი საწარმოები გაჩნდა და მათ სხვადასხვა პროფესიების მიხედვით სჭირდებათ კვალიფიციური კადრები. იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ,,მოდუსმა“ მოამზადა, თავისუფლად შეუძლიათ ამ ახალ საწარმოებში დასაქმება. მისასალმებელია ის, რომ ქალაქის ინიციატივით მოხდა 2 ახალი მიმართულების დამატება, ესენია საბავშვო ბაღის აღმზრდელი და მებაღე. მოთხოვნა ძალიან დიდია და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა აქვს რუსთავში არსებული პროფესიულ კოლეჯ „მოდუსს", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ,,მოდუსის“ სტუმრებმა დღეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სახელოსნოებიც დაათვალიერეს, ასევე სრულად გაეცნენ იმ 12 პროფესიულ პროგრამას, რომელსაც იქ სწავლების მსურველებს სთავაზობენ.

"მოდუსი არის ერთ-ერთი გამორჩეული კოლეჯი. ის არის ახლად რეაბილიტირებული, აღჭურვილი სრულიად თანამედროვე სახელოსნოებით. კოლეჯი არის ერთ-ერთი, რომელიც წელს ინტეგრირებულ პროგრამებზე მიიღებს სტუდენტებს. კოლეჯი სრულიად მორგებულია მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე და თანამშრომლობს ბიზნესთან", - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ,,მოდუსში“ 10 აგვისტოს ჩათვლით, 12 პროფესიულ პროგრამაზე მიმდინარეობს რეგისტრაცია. მათ შორის არის 2 ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც გულისხმობს როგორც სრულ საშუალო განათლებას, ასევე პროფესიულ განათლებას. პროფესიულ კოლეჯ "მოდუსის" დირექტორის აკაკი კერვალიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის კოლეჯში 300 აპლიკანტია დარეგისტრირებული.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო