პაციენტის მამა დაკავებული ექიმების ადვოკატს - ჩემი შვილის მდგომარეობაზე რას იტყვით?!

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის და ამავე კლინიკის ექიმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებული ექიმების ადვოკატმა სალომე ჯანუაშვილმა დაზარალებულის სასამართლო პროცესზე დასწრება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოზე ზეწოლის ორგანიზებად შეაფასა.

პაციენტის ნათია ცირეკიძის მამამ ბრალდებულის ადვოკატს მიმართა, რას იტყოდა მისი შვილის მდგომარეობაზე.

„ჩემი შვილის მდგომარეობაზე რას იტყვით?!“- მიმართა ნათია ცირეკიძის მამამ ბრალდებულების ადვოკატს.

მამის აღნიშნულ განცხადებაზე კი ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაზარალებულის დასწრება არის ზეწოლა სასამართლოზე.

„ეს არის ბრალდების მხარის მიერ ორგანიზებული ზეწოლა სასამართლოზე, დაზარალებულის დარბაზში ყოფნა”,- განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. პროკურატურისვე ინფორმაციით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა