ფილმს „უარყოფითი რიცხვები" საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთში უჩვენებენ

7 აგვისტოს, უტა ბერიას ფილმ "უარყოფით რიცხვებს" საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთში უჩვენებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ჩვენება გაიმართება პროექტ "ზაფხულის კინოსკოლის" ფარგლებში და მას რეჟისორი უტა ბერია დაესწრება.

"უარყოფითი რიცხვები" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოჯანსაღება იწყება.

„ფილმის მთავარ გმირს, ნიკას, მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.

ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე. საქართველოში ფართო აუდიტორიამ იგი თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე 2019 წელს იხილა, სადაც "უარყოფით რიცხვებს" 2 ჯილდო ერგო: ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში".

მერეთის გარდა "უარყოფით რიცხვების" ჩვენებები გაიმართება შემდეგ სოფლებში: ჯვარი, შუაფხო, ხობი, საჯიჯაო, ახუთის თემი, ზოდი და მეჯვრისხევი.

"ზაფხულის კინოსკოლა" პირველად 2015 წელს განხორციელდა ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. 2016 წლიდან კი პროექტის მხარდამჭერებს ევროკავშირის პროგრამა "შემოქმედებითი ევროპა" შეუერთდა. პროექტის მიზანია საქართველოს რაიონებში კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გაცოცხლება და ადგილობრივი კულტურული სექტორის გაძლიერება. იგი ითვალისწინებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში კინოსპეციალისტების მივლინებას, სადაც 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმართება კინოჩვენებები და მოეწყობა დისკუსიები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო