ჩინეთში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ახალი შემთხვევებიდან 7 იმპორტირებულია, დანარჩენი კი - შიდა გადაცემის შედეგია.

გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსი 20 უსიმპტომო პაციენტს გამოუვლინდა.

ცნობისათვის, ჩინეთში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კოვიდ 19-ის 84 528 შემთხვევაა დადასტურებული, 4 634 ადამიანი კი - დაღუპულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა