აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 52 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 823 890-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 388 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 158 250-ს მიაღწია.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.