დავით ზალკალიანი რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ირლანდიისა და ნორვეგიის სახელით, რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და მათ მადლობას უხდის.

ამის შესახებ ზალკალიანმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მეგობრებს - ესტონეთს, ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, აშშ-ს, ნორვეგიასა და ირლანდიას, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოზე რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მოცემულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების საკითხების განხილვისთვის," - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი მადლიერებას გამოხატავს იმისთვისაც, რომ მიმართვის ავტორი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა და შეასრულოს შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსული სამხედრო ძალების ყოფნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება ზიანს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აღრმავებს კონფლიქტს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა