გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების ერთობლივ განცხადებას „ფანტასტიკას“ უწოდებს

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რვა მოქმედი და მომავალი წევრის მიერ გავრცელებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას „ფანტასტიკას“ უწოდებს.

„მშვენიერი ფანტასტიკა. მაგრამ მხოლოდ ფანტასტიკა,“- წერს პოლიანსკი სოციალურ ქსელ ტვიტერში.

მან განცხადება თავადაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ კონსულტაციებს არ ეთანხმება.

„ყველაზე დიდი აბსურდია ბრალდებები იმის შესახებ, რომ ეს იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. 8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია, თუმცა ის აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილის უგუნური რეჟიმის სამხედრო ავანტიურის 12 წლისთავს, რომელმაც მთელ ქართველ ერს გამანადგურებელი შედეგები მოუტანა,“- აღნიშნულია პოლიანსკის განცხადებაში.

მისი მტკიცებით, 2008 წელს საქართველომ დაარღვია ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებები და ცხინვალის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

„იმის შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს პირდაპირი საფრთხე დაემუქრათ, ჩვენ დავიწყეთ ოპერაცია, რომლის მიზანი ქართული მხარის შეჩერება იყო,“- აღნიშნავს პოლიანსკი.

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ ზიანის მიუხედავად, რაც ორი ქვეყნის დიპლომატიურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს მიადგა, ბოლო წლების განმავლობაში ყალიბდება ტენდენცია კონსტრუქციული ურთიერთქმედების დასამყარებლად.

შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერაა გამოხატული, რუსული აგრესია და ოკუპაცია კი - დაგმობილია.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს