მოვაჭრეებმა თელავის აგრარული ბაზრის დახურვა გააპროტესტეს

თელავის აგრარული ბაზრის დახურვამ მოვაჭრების პროსტესტი გამოიწვია. შრომის ინსპექტირების სამსახურმა რეკომენდაციების დარღვევის გამო ბაზარი 2 ათასი ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ საკუთარი გადაწყვეტილებით, მუშაობა დროებით შეაჩერა.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, შემოსავლის გარეშე რჩებიან და ამავე დროს, სარეალიზაციოდ შეძენილი პროდუქტი გაუფუჭდებათ.

ადგილზე იმყოფებოდა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი. ირაკლი შიოშვილის ბაზრის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბაზარი ისევ გაიხსნება, თუმცა რეგულაციების მკაცრი დაცვით.

ცნობისთვის, თელავის აგრარული ბაზარი შრომის ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებმა თერმოსკრინინგის არასაკმარისი აპარატის გამო ჯერ კიდევ გუშინ გააფრთხილეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო