ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს ხობის ტერიტორიაზე ქვა ესროლეს

ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს ხობის ტერიტორიაზე ქვა ესროლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მგზავრი დაშავდა. ამის შესახებ კომპანია „გლობუსის" წარმომადგენელმა დავით დიდიშვილმა განაცხადა, რომლის მფლობელობაშიცაა აღნიშნული ავტობუსი. დიდიშვილი მომხდარს კონკურენციას უკავშირებს. მისი თქმით, კომპანია ორი თვეა ფუნქციონირებს და მომხმარებლებს აქციის ფარგლებში გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს.

„კონკურენციას ვუკავშირებთ, მეტს არაფერს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. მაშინ არავინ დაშავებულა, ახლა მგზავრი დაშავდა. როგორც ვიცი, გადაყვანილი იყო საავადმყოფოში და უკვე გაწერეს კიდეც. პოლიცია საქმის კურსშია, როგორც ვიცი დაკავებულია ერთი ადამიანი", - ამბობს დიდიშვილი.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი