გიორგი გახარია - მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, რომ ოკუპაცია იყოს სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და ორგანიზაციებში ყველაზე აქტუალური საკითხი

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და ორგანიზაციებში ყოველთვის, ყველაზე აქტუალური საკითხი, სანამ საბოლოო ჯამში არ მოხდება ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

გიორგი გახარია გამოეხმაურა გუშინ ჩატარებულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომას და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით იქნა განხილული მდგომარეობა საქართველოში, რომელიც ეხებოდა 12 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპაციას რუსეთის მიერ. აქ კიდევ ერთხელ იქნა მკაფიოდ დაფიქსირებული მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის დეოკუპაციის აუცილებლობის. მინდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპელ პერტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული და რომ ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის. გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და ორგანიზაციებში ყოველთვის, ყველაზე აქტუალური საკითხი, მუდმივად აქტუალური საკითხი, სანამ საბოლოო ჯამში არ მოხდება ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია“, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა