ლევან დავითაშვილი - ახალი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები კომპანიის „არემჯი“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს ღია კარიერული წესით მეორადი კვარციტული მადნის საბადოს ,,ბნელიხევის პროექტის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პროექტის განხორციელებისთვის ჩატარებულ კვლევებზე, მადნის მოპოვება-გადამუშავების სქემებზე, შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაცვის სავალდებულო ღონისძიებებზე ისაუბრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ბოლო პერიოდში, მსხვილი კომპანიები სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან, აცნობიერებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის აუცილებლობას. ახალი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცა აუცილებელია, რომ მათი განხორციელებისას მინიმალური იყოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალი პროექტის დაწყებამდე, გარემოსდაცვითი ღონისძიებები დეტალურად გაიწეროს, რათა სამუშაოები კანონის მოთხოვნების დაცვით წარიმართოს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გარემოს დაცვის კუთხით, კომპანია არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, რომელიც განსაზღვრული იყო სამინისტროს მიწერილობით, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე ცალკეული ვალდებულებები კომპანიას შესასრულებელი აქვს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა