ნათია თურნავას განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება „ეგეოსის ავიახაზებთან“ და აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება „ეგეოსის ავიახაზებთან“ და აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობა მყარია და არანაირი ჩრდილი არ მიადგება.

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან მადლიერები ვართ, საბერძნეთის მთავრობის. ამ პერიოდის განმავლობაში, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ჩვენი და საბერძნეთის პოლიტიკური, ტურისტული, ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მყარი და პოზიტიურია და მას არანაირი ჩრდილი არ მიადგება იმის მიუხედავად, თუ რას ილაპარაკებს რომელიმე არაკეთილგანწყობილი ოპოზიციონერი თუ რომელიმე სხვა პირი.

რაც შეეხება საბერძნეთთან ფრენებს, არც იქაა მარტივი ეპიდემიოლოგიური ვითარება და გარკვეულ ზომებს იღებენ, ასევე ჩვენც, ხედავთ, რომ საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები. ფრენები ხორციელდება, არა ისე, როგორც გვინდა და შარშან იყო, ისე როგორც შეეფერება ამოცანას, რომ უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური ვითარება შევინარჩუნოთ, ამ ფონზე ფრთხილად ვუდგებით. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წარმოებდა მოლაპარაკება „ეგეოსის ავიახაზებთან“. ახლა დავასრულეთ მოლაპარაკება და როგორც მინიმუმ, აგვისტოს ბოლომდე ერთი ფრენა ათენსა და თბილისს შორის შესრულდება. ესაა ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც დღეს აწყობს საქართველოსაც და საბერძნეთსაც“,-განაცხადა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა