აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი „ნაცმოძრაობის“ ბრალდებაზე  - საგანგებო ბიუჯეტი შემუშავდა, რომლის ერთ-ერთი მიზანი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფაა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია აბულაძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპოზიციის ბრალდება უსაფუძვლოა და სამინისტრო თითოეული პროგრამით მოსახლეობაზე ზრუნავს.

„აჭარის მთავრობის მიერ მოხდა საგანგებო ბიუჯეტის შემუშავება, რომლის ერთ-ერთი მიზანი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფაა. ჩვენ სამი პროგრამა ავამუშავეთ. ეს იყო მიწების უფასოდ დამუშავება, საჩითილე მეურნეობების ამოქმედება და გადაცემა მოსახლეობაზე და მესამე, სასათბურე მეურნეობებში მოყვანილი პროდუქციის გადაცემა მოსახლეობაზე. ჩვენ ვერ შევაჩერებდით ამ პროგრამებს იმის გამო, რომ ვიღაცა სხვანაირად იფიქრებდა. აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ.

მე მაქვს ხელთ ინფორმაცია, სამჯერ აქვთ წერილი მოწერილი და სამივეჯერ სხვადასხვა ინფორმაციას ითხოვენ. ჩვენ ადმინისტრაციულ ვადებში თავიდან ბოლომდე მოვახდინეთ სრული ინფორმაციის მიწოდება. ის ინფორმაცია, რომელსაც ითხოვენ, არის პერსონალური მონაცემები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ მივაწვდით პერსინალურ მონაცემებს",- განაცხადა ტიტე აროშიძემ.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ხელისუფლება ცდილობს კიტრითა და პომიდვრით საარჩევნო ხმები მოიპოვოს“.

მისი ინფორმაციით, აჭარაში სოფლის მეურნეობაში 100 მილიონი ლარი დაიხარჯა და ხელისუფლება ვერ განმარტავს, რა მიმართულებით დახარჯა თანხა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს