ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები - ნარაზენი, შამადელა, ურთა, აბასთუმანი, ერგეტა, დარჩელი, ცაიში, ცაცხვი, ცვანე, კიროვი და ჭითაწყარი, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა, ხოლო სოფელ ორულუში მდებარე საყანე ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით თერმული ნისლის ტექნოლოგით შეიწამლა.

მათივე ინფორმაციით სამეგრელოს რეგიონში - ზუგდიდის, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში, სიმინდის მასივებსა და სოფლების ტერიტორიებზე 12 000 ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული.

„ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, მავნებლის რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული. სახელმწიფოსა და ფერმერების მიერ დროულად და ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, წელს სიმინდისა და თხილის ხარისხიან და უხვ მოსავალს ელოდებიან.

სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში აქტიურად განაგრძობს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ის ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება, ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება, ხოლო საყანე ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით თერმული ნისლის ტექნოლოგიით იწამლება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს