2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში 14 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში 14 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერები უკვე გამოაცხადა.

პროექტების ჯამური სატენდერო ღირებულება 631 829 ლარს შეადგენს.

თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება გორის #5, #6, #9, #14 #16, ტყვიავის, ქიწნისის, ტირძნისის, ზეღდულეთის, ახრისის, ატენის, პატარა გარეჯვარის, ზეღდულეთისა და კარალეთის #1 საბავშვო ბაღებში.

„პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება გორის #5 საბავშვო ბაღის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოსა და ჯგუფის ოთახებს, მეორეზე კი სამრეცხაოს, #6 საბავშვო ბაღში სამრეცხაოს, სანიტარულ კვანძსა და დამხმარე ოთახებს, #9 საბავშვო ბაღის პირველ სართულს, #16 საბავშვო ბაღში კი სამზარეულოებსა და ჯგუფის ოთახებს პირველ და მეორე სართულზე. რა შეეხება #14 საბავშვო ბაღს, იგემება მისი შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, კარალეთის #1, ტყვიავის, პატარა გარეჯვრის, ზეღდულეთისა და ტირძნისის საბავშვო ბაღების შენობებს. ქიწნისის საბავშვო ბაღში რეაბილიტირდება მხოლოდ საპირფარეშო, ახრისში საპირფარეშო და სამზარეულო, ატენში კი სამზარეულო, სამრეცხაო და საპირფარეშო“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა