გუდაურში სასმელი წყლის დებიტის გაზრდის მიზნით ახალი ჭაბურღილების მოწყობა მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანია დაბა გუდაურში წყლის ჭაბურღილების მოწყობას მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაასრულებს. სამუშაოებს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 1 600 000 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, პროექტი ითვალისწინებს ახალი ჭაბურღილების მშენებლობას, რომლის მეშვეობითაც სათავე ნაგებობაზე გაიზრდება სასმელი წყლის დებიტი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია „იმედი XXI" ასრულებს.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურს, მზარდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, არსებული სათავე ნაგებობების წარმადობა კი ვერ აკმაყოფილებს წყალმომარაგების მოთხოვნას სეზონის პიკურ პერიოდში. პროექტის განხორციელების შედეგად, გუდაურის მოსახლეობასა და იქ ჩასულ დამსვენებლებს წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემები აღარ შეექმნებათ.

გარდა ამისა, კომპანია გუდაურში წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობასა და ხელოვნური გათოვლიანებისთვის რეზერუარის წყლით შევსების სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 65 მილიონ ლარზე მეტია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება