დავით გაბაიძის ინიციატივა სამი მოსმენით განიხილება და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს მის პლენარულ სხდომაზე გატანას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ინიციატივა სამი მოსმენით განიხილება და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს მის პლენარულ სხდომაზე გატანას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთა კომიტეტთან გაერთიანებულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა.

მათი ინფორმაციით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ” კანონის პროექტი კოლეგებს თავად ინიციატორმა გააცნო და მისი მიღების შემდეგ, დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარაში მოღვაწე და განსაკუთრებული დამსახურების მქონე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოება იქნება შესაძლებებლი.

„კანონპროექტი ტბელ აბუსერისძის I, II და III ხარისხის ორდენის, ღირსების მედლისა და საპატიო წოდებების შემოღებას ითვალისწინებს. ამასთან, პროექტის მიხედვით, ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენისთვის - 5 ათასი ლარი, II ხარისხის ორდენით დაჯილდოებულისთვის - 4 ათასი, ხოლო III ხარისხის ორდენის მფლობელისთვის - 3 ათასი ლარია გათვალისწინებული. 2 ათასი ლარია განსაზღვრული ღირსების მედალზე, ათასი ლარი კი საპატიო წოდებებზე. დავით გაბაიძის განცხადებით, აღნიშნული ჯილდოების რაოდენობა ლიმიტირებულია პროექტით და ეს, რეგიონის ხელისუფლების მხრიდან გამოხატული დიდი მორალური მხარდაჭერა იქნება ღვაწლმოსილი და განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებისთვის.

ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის მონაწილეებმა 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. შესაბამისი მოხსენება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტჯარაძემ წარმოადგინა და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა