აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - ცნობილი ბლოგერებისა და ინფლუენსერების აჭარაში მოგზაურობას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა

ცნობილი ქართველი ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას მთიან აჭარაში სოციალურ ქსელებში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ათასობით კომენტარი და მოწონება დაიმსახურა მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გამოქვეყნებულმა ულამაზესმა ფოტოებმა და „სთორებმა“, რომელთაც „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუქში“ მილიონამდე წვდომა აქვს.

„ბლოგერებმა მოგზაურობა კინტრიშის ეროვნული პარკიდან დაიწყეს და ერთი კვირის განმავლობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილების მონახულება შეძლეს. მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელა, ჩირუხის მთა, მერისის ხეობა, კურორტი ბეშუმი და მწვანე ტბა იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, რომელთა შესახებაც მოგზაურებმა პოზიტიური შთაბეჭდილებები და რეკომენდაციები ათასობით გამომწერს გაუზიარეს.

გურამ შეროზია, ტიტე მიქაძე, სოსო ნებიერიძე, სალი წვერავა, ნათია ჩალაძე (ლილიუმის ბლოგი), ოთო ნიკურაძე და ზურა გელაშვილი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში მოგზაურობდნენ, რომლის მიზანიც შიდა ტურიზმის სტიმულირება და რეგიონის ნაკლებად ცნობილი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბლოგერების შემდეგ პროექტში ფოტოგრაფების, კულინარებისა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართვას გეგმავს. პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა.

მთიანი აჭარის ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტი ინფოტურებს გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაც გეგმავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო