აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების, რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და ინფრასტრუქტურული პროგრამების მიმდინარეობა განიხილეს.

„სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და კანონის პროექტით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა. ტიტე აროშიძის განცხადებით, პროექტის თანახმად, უწყების ბიუჯეტი 15 მილიონ 700 000 ლარია და მასში 3 ძირითადი მიმართულებით იზრდება დაფინანსება. ეს შეეხება სოფლად მეწარმეობის ხელშეწყობას და მექანიზაციით უზრუნველყოფას, საგრანტო განაცხადებსა და ციტრუსოვანთა მოსავლის აღება-რეალიზაციის ხელშეწყობას.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ კომიტეტმა კანონის პროექტი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია. სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები: „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ და „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებები, რომლებიც სხდომაზე აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს