თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურაში წარუდგინეს დოკუმენტები, რომ ფედერალური ბიუროს მოთხოვნის თაობაზე განცხადება გადაგზავნილია

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურაში წარუდგინეს დოკუმენტები, რომ ფედერალური ბიუროს მოთხოვნის თაობაზე განცხადება გადაგზავნილია. როგორც ადვოკატმა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პროცედურა დროს მოითხოვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „სიმშვიდე იქნება”.

„წარმოგვიდგინეს დოკუმენტები, მოსამართლის განჩინებები, რომ გადაგზავნილია უკვე მოთხოვნები და ჩართულობა იქნება. თუმცა ეს გარკვეულ დროსთან იქნება დაკავშირებული.

რადგანაც ეს გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საფუძველი იქნება სიმშვიდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება დავწყნარდეთ”,- განაცხადა რამიშვილმა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, დაცვის მხარე მოითხოვს სპეციალური სადიაგნოსტიკო აპარატის მოძიებას, რათა დადგინდეს, უკანასკნელად როდის დაიქოქა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი.

„მოვითხოვეთ, რომ დაჩქარებული წესით მოძიებული იყოს ისეთი აპარატი, სადიაგნოსტიკო, რომელიც გამოიკვლევს, როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის დაქოქვა, გადაადგილება”,- განაცხადა რამიშვილმა.

როგორც რამიშვილი აცხადებს, ირაკლი შოთაძისთვის მიუღებელია გამოძიებაზე ერთი ვერსიით მუშაობა.

„გენერალურმა პროკურორმა ბრძანა, რომ ეს არაა მისაღები ფორმა. არ შეიძლება მარტო ერთი ვერსიით მუშაობა და ასეთი ფორმით ამდაგვარი ინფორმაციის გავრცელება. როგორც ზემდგომ პროკურორს, ამაზე ექნებათ მსჯელობა”,-განაცხადა ადვოკატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა