არჩილ ჩიქოვანი საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ჭაობის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს საკრებულოს დეპუტატ ელგუჯა ანდრიაძესთან ერთად გაეცნო.

ჩიქოვანის თქმით, ჭაობის დასახლებაში ერთდროულად 19 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება.

„უკვე დასრულდა 3 ქუჩის კეთილმოწყობა, 13 ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. უახლოეს პერიოდში კი, დამატებით 3 ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყება. ჩვენ, ახლა ვიმყოფებით ურეხის შესახვევში, სადაც სანიაღვრე სისტემის მოწყობა ხორციელდება. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, ჭაობის დასახლებას არ ჰქონდა სანიაღვრე სისტემა, რაც უხვი ნალექის დროს პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას. აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე სისტემის მონტაჟის შემდგომ აღნიშნული პრობლემა მნიშვნელოვნად არის შემცირებული”, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა ლუკა ასათიანის ქუჩისა და ლადო ასათიანის ჩიხის, ასევე თევრათ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობა.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა