ლევან ხაბეიშვილი - ვთქვით, რომ ორ ოლქს ავიღებდით და დანარჩენ ექვსში შეთანხმდებოდნენ, შეთანხმდნენ ამ დრომდე? ვერა - მოვუწოდებ ყველას, დავხუროთ ეს!

ჩემს კოლეგებს, ყველა ოპოზიციურ პარტიას, მინდა, მოვუწოდო და ვუთხრა: მეგობრებო, ნაკლებად საინტერესოა უკვე ადამიანებისთვის ოლქების, მანდატების, პროპორციული სიების გადანაწილება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ახლა ოპოზიციამ უნდა იმუშაოს, თუ როგორ გამოვიდეს საზოგადოება კრიზისიდან.

„ძალიან დამღლელი გახდა ყოველდღიურად ამის ყურება. ყველაზე მეტად ჩვენს მოქალაქეებს ახლა სჭირდებათ შველა. სიტყვა „კვოტაზე“ მბურძგლავს უკვე, იმის კვოტა, ამის კვოტა... ის, რომ დიდუბეშიც შეგვიძლია, კანდიდატურის დაყენება და საბურთალოზეც, გასაგებია ხომ? ეს არის ორჯერ ორი. ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება ღირებულებების გარშემო. ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ორ ოლქს ავიღებდით და დანარჩენ ექვსში შეთანხმდებოდნენ. ჩვენ იმ ექვს ოლქში არ ვერეოდით. შეთანხმდნენ ამ დრომდე? ვერა, ხომ? როდემდე უნდა დაველოდოთ? ამიტომ, მოვუწოდებ ყველას დავხუროთ ეს! 24 საათის განმავლობაში იმაზე უნდა ვიმუშაოთ ყველამ, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, რას გავაკეთებთ ამისთვის. ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების გეგმა, პენსიონერებისთვის ღირსეული პენსია, ჯანდაცვასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ვიმუშაოთ და ადამიანებს, როგორ უნდა მივცეთ ანკესი. ის კი არა, რომ თევზს მოგიტან დღეს და ხვალ იყავი მშიერი. ადამიანებს უნდა ვასწავლოთ „თევზის ჭერა“, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამაზე უნდა ვიმუშაოთ ყველამ, დანარჩენი ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ, მათ შორის, ვიღაცას ვიღაცა თუ არ მოსწონს, უნდა ვიფიქროთ ჩვენს მოქალაქეებზე”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა