თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე "გოლფის" მარკის მანქანა ხეს შეეჯახა. დაშავებულია ავტომობილში მსხდომი ორი პირი. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფს თელავის საავადმყოფოში გადაჰყავს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.