სალომე ზურაბიშვილი კელი დეგნანთან  ერთად ჯავახეთს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის ელჩთან ერთად, შიდა ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის კამპანიის "აღმოაჩინე საქართველო" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში ესტუმრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სამცხე - ჯავახეთს რელიგიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს და შესაძლებელია, ეს რეგიონი მსოფლიო მართლმადიდებლობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს.

"მინდოდა ელჩს ენახა სამცხე -ჯავახეთის ეს არაჩვეულებრივი მხარე და ეს სასწაული ადგილები, რადგან არ იყო ნამყოფი და მისთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სამცხე-ჯავახეთი ის მხარეა, სადაც კარგად ჩანს ქართული ტოლერანტობა. სამცხე - ჯავახეთი ასევე, უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი. ეს არის გზა, საიდანაც საქართველოში წმინდა ნინო შემოვიდა. ეს მსოფლიო მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს.

ახლახანს შეიქმნა ერუშეთის დაცული ტერიტორია, რაც ამ მხარისთვის კიდევ ერთი წარმატებისა და გაძლიერების საფუძველს ქმნის, რადგან მის გარშემო ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე გააძლიერებს რეგიონს.

ანუ, ამ მხარეს დიდი მომავალი აქვს და ეს ძალიან კარგად შეაფასა ამერიკის ელჩმა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოვიყვანე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამერიკის ელჩს პრეზიდენტმა და ფოკას დედათა მონასტრის წინამძღვარმა მონასტრის დაარსების, მისი საქმიანობის, საკვირაო სკოლის, სამინანქრო სახელოსნოსა და ყველის მცირე ქარხნის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც ძველი ჯავახური ტრადიციით, რამდენიმე სახეობის ყველი მზადდება.

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სამცხე ჯავახეთის გაცნობისათვის და აღნიშნა, რომ ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია იმის ნახვა, რაც შექმნეს ფოკას წმ. ნინოს მონასტერში დედა ელისაბედმა და სხვა მონაზვნებმა, როგორც ადგილობრივი საზოგადოების ინტეგრაციის, ასევე, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, აგროტურიზმისა და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით.

"ვფიქრობ, ამ მხარეს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ეს განსაკუთრებული ადგილია. მართლაც ამაღელვებელია წმინდა ნინოს ისტორია, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში სწორედ ამ ადგილიდან შემოიტანა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება რელიგიური სიწმინდეების მომლოცველთათვის, რომლებიც ისეთი წმინდანების ნაკვალევს მიჰყვებიან, როგორიც წმინდა ნინოა.

საერთო ჯამში, ეს იყო ლამაზი დღე და ჩემი შანსი, მენახა საქართველოს შემოგარენი, ისეთი ადგილები, სადაც მე ჯერ არ ვყოფილვარ. სავარაუდოდ, როგორც კი შევძლებ, კიდევ დავბრუნდები. ასე რომ, ძალიან მადლიერი ვარ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა