წალენჯიხაში მამაკაცი დაჭრეს

წალენჯიხაში, ჯვარში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს მეზობლებს შორის შელაპარაკება უძღოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, ცხელ კვალზე დაკავებულია, სავარაუდო დამნაშავე, ხოლო დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

რაც შეეხება დაჭრილს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ შუახნის მამაკაცი, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით, სასიცოცხლო ჩვენებით გაყვანილია საოპერაციო ბლოკში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს