ალეკო ელისაშვილი - რა ნამუსით იხდის კალაძე ბოდიშებს, როცა მანქანით დადის! იაროს ფეხით, „მარშრუტკით“, ავტობუსით, მეტროთი, წინასაარჩევნო სიაფანდობით კი არა - 500 კამერა რომ მიჰყვება და იყურება მოდელის სახით

რა ნამუსით იხდის კალაძე ბოდიშებს, როცა თავისი მანქანით დადის! იაროს ფეხით, „მარშრუტკით“, ავტობუსით, მეტროთი, წინასაარჩევნო სიაფანდობით კი არა, 500 კამერა რომ მიჰყვება და ისე რომ იყურება, რაღაცნაირი მოდელის სახით ყელმოღერილი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა და საბურთალოს რაიონის მაჟრიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ელისაშვილი დედაქალაქის მერს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულისკენ და პრობლემების რეალურად დანახვისკენ მოუწოდებს.

„ბოდიში რომ მოიხადა კარგია, მაგრამ რასაც ვიტყვი, ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს არ მოხდება, მანამდე ვიქნებით ასე სიბრიყვის კეთების, ბოდიშის ხდის რეჟიმში - ვიდრე მერი, არამარტო თბილისის მერი, მისი მოადგილეები, გამგებლები, ტრანსპორტის სამსახურის უფროსი არ ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გაგიგიათ ასეთი რამე? სანამ საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და მთელი საკრებულოს უსაქმური დეპუტატები არ ივლიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, „მარშრუტკით“, ავტობუსით, მეტროთი, მანამდე ტრანსპორტი არ გამოსწორდება თბილისში. რა ნამუსით იხდის კალაძე ბოდიშებს, როცა თავისი მანქანით დადის?! იარე ფეხით, „მარშრუტკით“, ავტობუსით, მეტროთი, წინასაარჩევნო სიაფანდობით კი არ იარო, ჩადიხარ და 500 კამერა რომ მოგყვება, ისე რომ იყურები რაღაცნაირი მოდელის სახით ყელმოღერილი, არამედ რეალურად ყოველდღე იარე და ნახავ, რა პრობლემებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში... როცა შენს ტყავზე ვერ გრძნობ პრობლემებს, ისეთ რაღაცებს აკეთებ, რაც გააკეთა. იდგეს ახლა და იყაროს თავზე ნაცარი. იაროს კალაძემ მეტროთი, ფეხით, „მარშრუტკით“ და ავტობუსით, მერე მართლა მიხვდება რა არის ამ ქალაქში გასაკეთებელი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა