მაია ცქიტიშვილი - ერთობლივი მუშაობის შედეგად რაჭაში პრაქტიკულად ყველა სოფელთან აღდგა გზა, ელექტროენერგია და კავშირგაბმულობა

რაჭა არის ის მაგალითი, სადაც ერთობლივი მუშაობით შევძელით სტიქიიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ პრაქტიკულად ყველა სოფელთან საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 5 სოფელთან, დასახელებული ერთთვიანი ვადის ნაცვლად, მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი კაპიტალური აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

„ამასთან ერთად, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიური მუშაობა გასწიეს ჩვენი სამინისტროს კონტრაქტორმა კომპანიებმა. ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ურთულეს მონაკვეთზე "ენერგო-პროს" და "მაგთის" თანამშრომლებთან ერთად და შედეგად, გზებთან ერთად, მოკლე ვადებში აღდგა სოფლების ელექტრომომარაგება და მობილური კავშირგაბმულობა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებშიც მონაწილეობენ.

„რაჭაში 700 სასურსათო პაკეტზე მეტი დარიგდა, ასევე მოხდა ყველა დაზიანებული სახლის აღწერა, განისაზღვრა საკომპენსაციო ღონისძიებები და რაც მნიშვნელოვანია, ბევრი მოხალისე, უშუალოდ მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, მოსახლეობასთან ერთად ჩართულია დატბორილი ადგილების გაწმენდით სამუშაოებში“,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სტიქიის მართვის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს საგანგებო სამსახურებმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული წარმოუდგენელ შრომას ასრულებდნენ 24-საათიან რეჟიმში. 2 მოქალაქეს, რომელიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, მაშველების ჯგუფმა 10 კილომეტრის მანძილზე ფეხით მიაწოდა წამალი“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სტიქიის მასშტაბის გათვალისწინებით, რაჭაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დასრულებას, გარკვეული პერიოდი კიდევ დასჭირდება.

იხილეთ ვიდეო: რაჭაში ყველა სოფელთან აღდგა გზა, ელექტროენერგია და კავშირგაბმულობაც

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა