ექიმის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 62 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მეორე დაშავებულის - სტაბილური. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა გიორგი ბარაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 62 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა მამაკაცი 62 წლის, რომელიც შემოყვანისთანავე იქნა გადაყვანილი მართვით სუნთქვაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით პოლიტრავმის რეჟიმში ვერიფიცრდა თავის ტვინი დაჟეჟილობა. ქალა-ფუძის მოტეხილობა. გულმკერდის ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მეორე პაციენტი 65 მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება მსუბუქი ტვინის შერყევა მდგომარეობა შედარებით სტაბილურია",- განაცხადა ექიმმა გიორგი ბარაბაძემ.

ცნობისთვის, დღეს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა