შაბათ -კვირას სოფელ ყარაჯალარში მოსახლეობის გაფართოებული განმეორებით პისიარ ტესტირების ჩატარებაა დაგეგმილი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის წარმომადგენელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, ორი ახალი შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, გუშინ დადასტურდა. ინფიცირებულები, ერთი ოჯახის წევრები არიან და ოჯახის წევრისგან დაავადნენ, რომელსაც „კოვიდ 19“ რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. სულ ახალსოფელში კოვიდინფიცირების სამი შემთხვევაა ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურებული, გრძელდება ინფიცირებულების კონტაქტების კვლევა.

მისივე განცხადებით, შაბათ-კვირას სოფელ ყარაჯალარში დაგეგმილია მოსახლეობის გაფართოებული განმეორებით პისიარ ტესტირების ჩატარება.

დღეის მდგომარეობით გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 70 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 42 სოფელ ყარაჯალარშია, გამოჯანმრთელებულია 10 პირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა