UNDP - მა რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლს, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუასთან და მერის მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად რუსთავის მოხუცთა სახლს ესტუმრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ლუიზა ვინტონმა მოხუცთა სახლს სამედიცინო და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორი, მაცივრები, გაზქურა, სამზარეულოს სავენტილაციო სისტემა და მინიტრაქტორი გადასცა.

„უსახლკარო და ოჯახის ზრუნვას მოკლებული ადამიანებისთვის კორონავირუსის პანდემია განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. ამ მხრივ, თავშესაფრების არსებობა ნამდვილად მისასალმებელია. UNDP-ის მიზანია, თავშესაფრების უსაფრთხოებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ხოლო პანდემიის შემდგომ პერსპექტივაში, გრძელვადიანი სისტემური გადაწყვეტილებების მოძიება მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

„აღნიშნული საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის მთავრობისა და გაეროს პანდემიაზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პანდემიასთან ბრძოლისა და ამ მხრივ საქართველოს ხელშეწყობის მოწინავე ხაზზეა. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, UNDP-მ ცვლილებები შეიტანა მიმდინარე პროექტებში, რომელთა ჯამური ღირებულება წელიწადში 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, და გამოთავისუფლებული რესურსები პანდემიის დროს წარმოქმნილი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოახმარა.

სხვა ინიციატივებს შორის, UNDP აქტიურად ეხმარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მოსახლეობას. ეს დახმარება ხორციელდება დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, რომელსაც UNDP რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოში დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონ აშშ დოლარს აღემატება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა