საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

აჭარის 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, საკითხზე წამყვან კომიტეტს კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

მისი განცხადებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 306 974, 6 ათასი ლარით, ხარჯვითი ნაწილი კი - 338 474,6 ათას ლარითაა განსაზღვრული.

„მომხსენებლისავე განმარტებით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, რეგიონში, ამ პირობებშიც შეუფერხებლად გაგრძელდება ყველა პროგრამა და პროექტი, ამასთან, საბიუჯეტო ცვლილებებში ასახულია კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები. კანონის პროექტის თანახმად, კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტს, ამ მიზნით, 10 მილიონი ლარი საკარანტინე სივრცეებისთვის ემატება.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, კანონის პროექტში 48 მილიონ ლარს აჭარბებს. გაზრდილი ბიუჯეტი სკოლების რეაბილიტაციასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას და რიგ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზეა გაწერილი.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტიც ასევე იზრდება და 15 მილიონ 700 ათასი ლარია, რიგ პროგრამებთან ერთად, სოფლად მეწარმეობისა და ციტრუსოვანთა მოსავალის რეალიზების ხელშეწყობის პროგრამებზე გაიხარჯება. ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად გაგრძელდება ბათუმშიც, რისთვისაც 10 მილიონი ლარით იზრდება ბათუმის მუნიციპალიტეტის კაპიტალური ტრანსფერი.

ცვლილებებია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებითაც - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, პროექტის თანახმად, 26 მილიონ 837 ათასი ლარია და რამდენიმე პროგრამაში ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაზეა ორიენტირებული.

მინისტრმა უპასუხეს კომიტეტის წევრების შეკითხვებს და განმარტა ცალკეულ პროგრამებთან დაკავშირებული დეტალები. წამყვანმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა