„ლიბერთი“ - სერვისი „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია

„ლიბერთის“ ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება. როგორც „ლიბერთიში“ აცხადებენ, ალტერნატიული არხების განვითარების პროექტები „ლიბერთიმ“ უმოკლეს დროში განახორციელა, რომ პანდემიის პირობებში მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ინოვაციური და ტექნოლოგიურად განვითარებული მომსახურება, რითაც მაქსიმალურად შემცირდა ბანკში ვიზიტის საჭიროება.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი მომსახურება NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატებია. საქართველოს ბაზარზე უალტერნატივო და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბანკომატი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს არამხოლოდ სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით ისარგებლოს, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე.

კერძოდ, 2020 წლის ზაფხულში Cash-In | Cash-Out ბანკომატებში ორი ახალი სერვისი დაინერგა:

ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ და 30 000 ლარამდე თანხის შეტანა „ლიბერთის“ ბიზნეს ბარათების მფლობელებისთვის.

ვალუტის უბარათო კონვერტაციის სერვისი საქართველოს ბაზარზე უნიკალურია და სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, საბანკო ბარათის გარეშე, დღის ნებისმიერ დროს.

ფუნქციონალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას 3000 ლარამდე (ექვივალენტი დოლარში, ან ევროში) ბანკომატიდან დააკონვერტიროს Cash-In ბანკომატიდან. სერვისით სარგებლობა უფასოა და ამავდროულად, ნებისმიერი მომხმარებელი კონვერტაციისას მომგებიანი, სპეციალური კურსით სარგებლობს.

იურიდიული პირებისთვის 30 000 ლარამდე თანხის შეტანის ფუნქცია ბიზნესების მხარდასაჭერად დაინერგა და „ლიბერთის“ ბიზნეს ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს შეიტანონ თანხა კომპანიის ანგარიშზე. Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე და შეტანის შემდეგ შესაძლებელია სურვილისამებრ მართვა „ლიბერთის“ განახლებული კორპორატიული ინტერნეტ ბანკით.

„ლიბერთის“ ალტერნატიული არხების გუნდი სწრაფი ტემპებით ავითარებს არსებულ პროდუქტებს და ამავდროულად, ნერგავს ახალ შესაძლებლობებს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. Cash-In ბანკომატების განვითარება ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია. ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა, პინ კოდის შეცვლა უბარათოდ, უბარათო კონვერტაცია, Apple Pay-ით უბარათოდ თანხის გამოტანა ის მთავარი სიახლეებია, რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე დავნერგეთ. ვმუშაობთ გულით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის გამოცდილება და გავუმარტივოთ მათ ალტერნატიული საბანკო არხების მოხმარება“, - აცხადებს „ლიბერთის“ ალტერნატიული პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი,გიორგი ქოროღლიშვილი.

„ლიბერთის“ ინფორმაციით, ამჟამად მომხმარებლისთვის 30-მდე Cash-in/Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი - იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა