შეზლონგების დეზინფექციის წესის დარღვევისთვის ბათუმის ბულვარში გაფრთხილება 27 პირს მიეცა

შეზლონგების დეზინფექციის წესის დარღვევისთვის ბათუმის ბულვარში გაფრთხილება 27 პირს მიეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ განუცხადა.

როგორც ჯინჭარაძე აცხადებს, შეზლონგების დეზინფექცია ყოველი გამოყეების შემდეგ ხდება და ამის ვალდებულება თავად გამქირავებელს აქვს.

„დღეის მდგომარეობით მონიტორინგს, რა თქმა უნდა, ბულვარის ადმინისტრაციის მონიტორინგის სამსახური ახორციელებს. დღეში რამდენჯერმე ამოწმებს ჯგუფი შეზლონგების გამქირავებლებს, ახორციელებენ თუ არა შეზლონგის დეზინფექციის ჩატარებას და სპეციალური ხსნარებით დამუშავებას. ბულვარის ვალდებულებები სხვადასხვა უწყებებზე გადანაწილდა, ბულვარმა აიღო ვადებულება, რომ საინფორმაციო კამპანია განგვეხორციელებინა. ბულვარის მთელ ტერიტორიაზე არის ბანერები, სადაც მითითებულია ყველაფერი, ბანერების ქონა დაევალა გამქირავებლებსაც, სადაც მითითებულია, რომ თუ დამქირავებელი შეხედავს, რომ გამქირავებელი დეზინფექციას არ უტარებს, უნდა დაავალდებულოს თვითონ, მათ აქვთ ამის ვალდებულება და უნდა დაურეკონ მითითებულ ცხელი ხაზის ნომერზე, მაგრამ თვითონ საჯარიმო კუთხით ჩვენ არ გვაქვს დელეგირება, შრომის ინსპექციას აქვს ამის დელეგირება, როგორც მე ვიცი. უნდა მოეცათ ჩვენთვის, მაგრამ არ გადმოუციათ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ დელეგირება ნარჩენების დაყრასთან დაკავშირებით, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუწევთ მონიტორინგს.

რომ გითხრათ, დარღვევა არ არის, ალბათ, ტყუილი იქნება, მაგრამ ეს არ არის ხშირ შემთხვევაში და მაგალითად, როდესაც ჩვენი თანამშრომლები მიდიან და აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომელსაც დისტანცია არ აქვს დაცული ან თუნდაც გამქირავებლებს, ნამდვილად სწრაფია რეაგირება და საზოგადოების ცნობიერებაც ამაღლდა - უკვე და ბოდიშს გვიხდიან და გვემორჩილებიან“,- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა