მამუკა ხაზარაძე - ნებისმიერ გოჯ მიწაზე, რომელზეც იქნება შეხება ოკუპანტის მხრიდან, მოხდება სერიოზული რეაგირება, დიპლომატიური იქნება ეს პროტესტი თუ ნებისმიერი სხვა ფორმა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ე.წ საზღვრის პირას არსებულ 70 სოფელში „ლელო“ სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს, იმისთვის, რათა ეს სოფლები იყოს მატერიალურად და ტექნიკურად აღჭურვილი და მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო.

„დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის. 12 წლის წინათ მართლა დიდი ტრაგედია მოხდა.

მე მინდა გითხრათ „ლელოს“ პოზიცია, რომ იმ 70 სოფელში, რომელიც ე.წ საზღვრის პირას არის, „ლელო“ შეიტანს ძალიან სერიოზულ ცვლილებას და ეს 70 სოფელი იქნება ძალიან სერიოზულად მატერიალურად, ტექნიკურად აღჭურვილი, რათა მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო. ამისთვის, ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული პაკეტი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე მდგომი თითოეული ადამიანი, ახალგაზრდა, მოხუცი გრძნობდეს, რომ ის სხვანაირი მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან, ფინანსურად, მატერიალურად, ტექნიკურად. იქ ცხოვრება დღეს არის გმირობის ტოლფასი. ჩვენ არც ერთ გოჯ მიწას არ დავთმობთ. პირველ რიგში, ეს იქნება პირველი ნაბიჯი და ჩვენება, რომ ნებისმიერი გოჯ მიწაზე, რომელზეც იქნება შეხება ჩვენი ოკუპანტის მხრიდან, იქნება საკმაოდ სერიოზული რეაგირება, დიპლომატიური იქნება ეს პროტესტი თუ ნებისმიერი სხვა ფორმა,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა