ანდრიუს კუბილიუსი - რუსეთისთვის ერთადერთი ევროპული გზა საქართველოსგან მაგალითის აღებაა, რომელიც  წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელებით მისაბაძია

უკანონოდ განლაგებული საოკუპაციო ძალებისა და საქართველოს რეგიონების მცოცავი ანექსიის გზით რუსეთის მიერ წარმოებული უწყვეტი პროვოკაციები საერთაშორისო კანონმდებლობას და ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“ უხეშად არღვევს, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

აგვისტოს ომიდან 12 წლისთავს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოსგან, როგორც წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელების კუთხით მისაბაძი ქვეყნიდან, მაგალითი უნდა აიღოს.

„იმპერიალისტული რუსეთის ეს გზა განწირულია. რუსეთისთვის ერთადერთი ევროპული გზა საქართველოსგან მაგალითის აღებაა, რომელიც წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელებით მისაბაძია“, – წერს კუბილიუსი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა