ნათია თურნავა - არ გველოდება მარტივი ზამთარი და  ამიტომაც, მილიარდ ასი მილიონი სოციალური პაკეტისთვის იხარჯება

არ გველოდება მარტივი ზამთარი და სწორედ ამიტომაც, მილიარდ ასი მილიონი მთლიანობაში იხარჯება სოციალური პაკეტისთვის , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე სოციალური მიმართულებისთვის დამატებითი სახსრების მობილიზება არ გახდება საჭირო. ამასთანავე თურნავამ აღნიშნა, რომ ბიზნესის დახმარებისთვის ცალკე პაკეტია შემუშავებული.

„ახლა მთლიანი მოცულობითი პაკეტი უკვე დაანონსებულია. ჩვენც ვფიქრობთ, რომ იმ პირველი გაჯანსაღების ნიშნებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენი ეკონომიკა იჩენს, ალბათ, წლის ბოლომდე ეს იქნება ამ ეტაპზე საკმარისი, თუმცა ეს არ მოიცავს ბოლომდე ბიზნესის დახმარებას, ეს ცალკე პაკეტია, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ტურიზმისთვის კიდევ რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის მოდიფიცირება ხდება მუდმივად, მაგრამ რაც შეეხება სოციალურ პაკეტს, საკმაოდ მოცულობითია, მილიარდ ას მილიონ ლარზე მეტი, პრაქტიკულად, წლევანდელი ბიუჯეტიდან უკვე წავა ამისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მეტის საჭიროება წელს არ დადგება სოციალური მიმართულებით, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკონომიკა ამუშავდეს. იმისთვის, რომ ჩვენ ცოტა კიდევ შევამსუბუქოთ ეს შედეგები და არ დაგვჭირდეს დამატებითი თანხების მობილიზაცია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკა უფრო მეტად ამუშავდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო