ანონსი 8 აგვისტო

8 აგვისტოს, 09:00 საათზე, ბათუმში, "გმირთა მემორიალთან", „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, მეუღლესთან, შვილებთან და თანაპარტიელებთან ერთად, ომში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს და აგვისტოს ომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

მის: ბათუმი.

საკონტაქტო: 577 18 99 42; 570 70 01 33

8 აგვისტოს 10:30-11:00 საათის შუალედში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ და საქართველოს პარლამენტის სახელით, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

8 აგვისტოს, 11:00 საათზე, პარტია „სამართლიანობისთვის“ და მისი ახალგაზრდული მოძრაობის წევრები, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებენ 12 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირებს.

8 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოს გვირგვინით შეამკობენ და პატივს მიაგებენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

8 აგვისტოს, 11 :00 საათზე, "არჩევანი სამშობლოსათვის" თავმჯდომარე - ლელა გულედანი მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოს გვირგვინით შეამკობს.

საკონტაქტო: - ქრისტინა კიკალიშვილი

ტელ: 557 494 724

8 აგვისტოს, 11:30 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა ლიდერები "შინდისის გმირთა მემორიალზე პატივს მიაგებენ აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას. მის: გორის რაიონი, შინდისის გმირთა მემორიალი. საკონტაქტო: 577624445

8 აგვისტოს, 13:00 საათზე, სამგორის რაიონში, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნება.

მის: ვარკეთილის მე 2 მკ/რ-ნის მე 14 კორპუსის მიმდებარედ. (შესასვლელი დიმიტრი ალექსიძისა და სესილია თაყაიშვილის ქუჩებს შორის არსებული მოედნიდან)

საკონტაქტო: ეკატერინე მომცელიძე - 5 99 10 38 46

8 აგვისტოს, 14:00 საათზე, სასტუმროში, „Radisson Blu Hotel Batumi“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თინა ზოიძე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თემა: კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციები იქნება.

მის: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა #1

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა