წყალმომარაგების კომპანია - ლაგოდეხის წყლის ხარისხის ვარგისიანობა სურსათის ეროვნული სააგენტოს ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა

წყალმომარაგების კომპანიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ლაგოდეხში, რამდენიმე დღის წინ, დამატებით, წყლის სინჯები იმ ოჯახებიდან აიღეს, რომლებიც წყლის ხარისხთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია ყველა იმ ოჯახში მივიდა, სადაც მოსახლეობის მითითებით და თანდასწრებით, სურსათის ეროვნული საააგენტოს ექსპერტებმა ონკანებიდან წყლის სინჯები აიღეს.

მიღებული დასკვნების საფუძველზე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ლაგოდეხში წყლის ხარისხი შეესაბამება რეგლამენტით გათვალისწინებულ სტანდარტებს და სასმელად არის ვარგისი.

"ლაგოდეხში მოსახლეობის იმ ნაწილს შევხვდით, რომლებსაც სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები. ჩვენი კომპანიის მობილური ლაბორატორია კიდევ ერთხელ მივიყვანეთ იმ მისამართებზე, რომელებიც თავად აბონენტებმა მიგვითითეს და ავიღეთ სინჯები. ჩვენთან ერთად, წყლის სინჯები აიღო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ორივე ლაბორატორიულმა დასკვნამ აჩვენა, რომ ქალაქში არსებული სასმელი წყლის ხარისხი შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და ნორმებს. აქვე, მინდა განვმარტო, რომ წყალმომარაგების კომპანია ყველგან სადაც ოპერირებს და მათ შორის ლაგოდეხში წყლის ხარისხს მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს როგორც სათავე ნაგებობებზე, ასევე ქსელებში და სისტემურად უწევს მონიტორინგს ", - აცხადებს გიგა მანდარია.

მისივე განმარტებით, ლაგოდეხის 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებისა და წყლის რაციონალურად გამოყენებისთვის გამრიცხველიანება არის აუცილებელი პირობა. მრიცხველების არ არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს აგრო მიზნებისთვის, რაც მთელ ქალაქს უქმნის პრობლემას და უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა