კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა

კახეთში, კაჭრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ავტომობილი ქვეითად მოსიარულე პირს დაეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

























