წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ფარგლებში შეხვედრები დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ნარჩენების მართვის თანამედროვე სტრატეგიისა და მიდგომების შესახებ ინფორმაციებს გაეცნენ.

შეხვედრა პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ გახსნა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საერთაშორისო პროექტში "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" როგორც წამყვანი პარტნორის ჩართვის მნიშვნელობასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა. პროექტის მიზნები, ძირითადი კომპონენტები და სამომავლო გეგმები განიხილა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის "სპექტრის“ თავმჯდომარემ ქეთევან ცხაკაიამ.

"დღეს, როცა ეკოლოგია სამყაროს უმთავრეს პრობლემად იქცა, ის ფაქტი, რომ საქართველო არის ლიდერი საერთაშორისო პროექტის, რომელიც სწორედ სუფთა გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული თავისთავად სასიხარულოა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სწორედ წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მიიღო გრანტი, რომლის საშუალებითაც განხორციელდება უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას", - განაცხადა ქეთევან ცხაკაიამ.

ქეთევან ცხაკაიამ ტრენინგის მონაწილეებს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის ძირითად თემებზე, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტების აღებულ ვალებულებებზე, ნარჩენების მართვის თანამედროვე გამოცდილებისა და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირების საკითხებზე საინტერესო ინფორმაციები გააცნო.

სახიფათო და ტოქსიკური ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების თემაზე კი ელენე გამყრელიძემ ისაუბრა. საერთაშორისო პროექტი "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" მომზადდა და ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორია წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. პროექტში მონაწილეობენ - სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი“. პროექტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იგეგმება ნაგავმზიდისა და სეპარირებისთვის საჭირო 60-მდე კონტეინერის შეძენა, 10 მცირე ზომის საკომპოსტე მოედნის მოწყობა, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დანერგვა სოფლებში და სეპარირებული შეგროვება ტურისტულ ობიექტებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს