რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რუსთაველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები, მეგობრები, ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად, გმირთა მემორიალთან, გვიან ღამით შეიკრიბნენ.

„აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. რაც დრო გადის, მით უფრო მეტია მონატრების წუხილი, იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკარგა შვილები, მშობლები, მეუღლეები. მე მჯერა, როდესაც ქართველი, აფხაზი და ოსი დედები ერთმანეთს სამძიმარს ეტყვიან, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანების დასაწყისი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

უწყების ცნობით, ღამის 12:00 საათზე, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რუსთაველი გმირების - კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის, სერჟანტ კახაბერ თავგორაშვილის, კაპრალ ლევან იოსებიძისა და კაპრალ გიორგი ჯავახიშვილის ცხოვრების ამსახველი ფოტოები და აგვისტოს ომის დროს გადაღებული ვიდეოკადრები, მოედანზე სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე იქნა ნაჩვენები.

მემორიალთან შეკრებილებმა, პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს, სანთლებით მოხატული საქართველოს რუქა გაანათეს და სიმბოლურად, ცაში მანათობელი წითელი ფრანები გაუშვეს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს