აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ირაკლი ქადაგიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს

სოფელ ალვანში, აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი, ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.

„12 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან და ეს ჭრილობა, რა თქმა უნდა, მოუშუშებელია ჩვენი ქვეყნისთვის და სრულიად ქართველი ხალხისთვის. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ ომში დაღუპულებს და ყოველდღიურად ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, ვინც დაზარალებული დარჩა ამ ომით და დევნილობაში არიან ამჟამად. ამავდროულად, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ოკუპაციის შედეგს შეეწინააღმდეგოს და წარმატებით გაართვას თავი არაღიარების პოლიტიკას, მინიმუმამდე დაიყვანოს ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება ოკუპანტის მხრიდან მოდიოდეს საქართველოს წინაშე, რამეთუ ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სწორედ ის, რომ ოკუპაციის შედეგების მინიმილიზაცია მოვახდინოთ, მივცეთ ჩვენს ქვეყანას განვითარების საშუალება, რომ არასდროს ავანტურული პოლიტიკის შედეგად არ მოხდეს ანალოგიური ვითარების გამეორება საქართველოში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა