იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში, გმირთა მემორიალთან ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები და ჩოხოსნები.

დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად გმირთა მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადეს.

ასევე, იქვე მოეწყო ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მიერ მომზადებული ფოტო-გამოფენა, რომელიც აგვისტოს ომის დროინდელ ქუთაისს ასახავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს