ფოთში, ღონისძიება  სახელწოდებით „გვახსოვდეს 8 აგვისტო“  გაიმართა

ფოთში, აქცია სახელწოდებით „გვახსოვდეს 8 აგვისტო“ გაიმართა. დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მათ დაგმეს რუსული აგრესია და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ქალაქის საკათედრო ტაძარში რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

,,ჩვენი ქალაქი იყო სამწუხაროდ ერთ-ერთი პირველი სამიზნე მტრის მუხანათური თავდასხმის. ჩვენ ამ ქალაქში გვყავს 8 აგვისტოს დაღუპულები და დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგეთ მათ ხსოვნას. დარწმუნებული ვარ, რომ სულ ახლო მომავალში ყველანი ერთად დავბრუნდებით სამაჩაბლოსა და აფხაზეთში,“- განახადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

დღესვე, ფოთში რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ომის ათი წლისთავისადმი მიძღვნილის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

2008 წელს, ფოთში, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 50 -ზე მეტი დაიჭრა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა